
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ბიუჯეტის ფულით ავტომანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი 863-ჯერ ჩაასხეს, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, მსგავსი შემთხვევა 44 მანქანაზე გამოვლინდა.
2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 601,2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი. რაც შეეხება მოცულობის გადაჭარბება, ამ მანქანებში ჯამურად ჩასხმულია 145,1 ათასი ლარის ღირებულების, 71,908 ლიტრი საწვავი. ასევე შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს