აუსტრევიჩიუსი - განცხადებების გაკეთების დრო დასრულდა, რეპრესიულ კურსზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ

ავტორი
Front News საქართველო
განცხადებების გაკეთების დრო დასრულდა, რეპრესიულ კურსზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი წერს.
"ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პოლიციელზე სავარაუდო თავდასხმის ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლაზე პასუხისმგებელმა პირებმა - არადემოკრატიული, არაევროპული და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ კურსზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. განცხადებების გაკეთების დრო დასრულდა“, - წერს პეტრას აუსტრევიჩიუსი.
თაგები:
პეტრას აუსტრევიჩიუსი




