ავიაკომპანია Bees Airline საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის


ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, დაბალბიუჯეტიანი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline-ი თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის.
კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2021 წლის 22 დეკემბრიდან 2022 წლის 26 მარტის ჩათვლით, კიევსა და თბილისს შორის დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს.
განახლებული განრიგის მიხედვით, ავიაკომპანია Bees Airline-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Bees Airline-ს დამატებითი სიხშირეების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა.
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
თაგები:
ფრენები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს