Logo

ავლაბარში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

შემთხვევა
289
Frontnews image description

ავლაბარში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა განუცხადა.

"112-დან შემოვიდა ინფორმაცია ხანძართან დაკავშირებით. მეხანძრე-მაშველებმა მოახდინეს რეაგირება. დაახლოებით 15 ავტოცისტერნა იყო მობილიზებული ადგილზე. მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება. დაშავებულია ერთი მოქალაქე, რომელმაც მიიღო ქვედა კიდურზე დაზიანება. შესაბამისი სამსახურის მიერ გადაყვანილია კლინიკაში.

გამომწვევ მიზეზს რაც შეეხება, გამომწვევ მიზეზებზე უნდა იმუშაოს შესაბამისმა სამსახურმა. ხანძარი გავრცელებული იყო საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე და ასევე, სასხვენო გადახურვაში“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები