ავთანდილ თალაკვაძე – გახარიას შტაბის კამპანია ოზურგეთში წარუმატებლად მიდის, შტაბიდან წევრები მიდიან და ჩვენზე ცდილობენ გადმობრალებას


ავტორი
Front News საქართველო
“გახარიას შტაბის კამპანია ოზურგეთში წარუმატებლად მიდის, შტაბიდან წევრები მიდიან და ჩვენზე ცდილობენ გადმობრალებას” – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
“აბსურდი და ტყუილია, რომ ზეწოლას ვახდენთ ვინმეზე. სიმართლე არის ის, რომ გია ცეცხლაძის წინასაარჩევნო კამპანია წარუმატებელია, დღემდე ოზურგეთში არ იციან რა არის მისი საარჩევნო პროგრამა – როგორც ჩანს, შტაბი ეშლებათ და ჩვენზე ცდილობენ ამის გადმობრალებას. თავიდანვე საზოგადოება შეცდომაში შეყავდათ და ხმებს ავრცელებდნენ, რომ თითქოს “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით მოქმედებს. დღეს, როცა ბევრმა გაიგო სიმართლე, გასაკვირი არ არის, რომ უარს ეუბნებიან მხარდაჭერაზე. გახარიას პარტია ოზურგეთში მხოლოდ “ქართული ოცნების” ხმებს და მომხრეებს ეპოტინება” – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
პარტია “საქართველოსთვის” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გია ცეცხლაძემ ძმები თალაკვაძეები ზეწოლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გახარიას გუნდის ოზურგეთის ოფისში გაიმართა.
თაგები:
ავთანდილ თალაკვაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს