ავტობანზე ავარიის შედეგად 15-მდე მანქანა დაზიანდა, რამდენიმე ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
ცენტრალურ ავტობანზე ავარიის შედეგად 15-მდე მანქანა დაზიანდა, რამდენიმე ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, რუისი-გორის გზის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც გზაზე შეფერხება გამოიწვია. უკან მომავალი მანქანები, ლიპყინულის გამო, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს