Logo

აზად ქარიმოვი - მარნეულში "ქართული ოცნება" მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის პარტია რუსულ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობს

პოლიტიკა
624
Frontnews image description

მარნეულში „ქართული ოცნება“ ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, მიხეილ სააკაშვილის პარტია 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობს და რუსთაველის გამზირზე იქნება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარემ აზად ქარიმოვმა განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი პარტიის ლიდერებთან ერთად მარნეულში მოსახლეობას შეხვდა და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მარნეულში მიმდინარეობს ადამიანების დაშინება, არის ფაქტები, სადაც "ქართული ოცნების" წევრები, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლებთან მიდიან და ეუბნებიან, რომ 5 ნომრით ისევ "ნაციონალური მოძრაობა" იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილის პარტია - "ქართული ოცნების" სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს! 4 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვიქნებით რუსთაველის გამზირზე, ყველას მოგიწოდებთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე შეკრებისკენ!", - განაცხადა აზად ქარიმოვმა.

Advertisement