აფგან სადიგოვს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.
აფგან სადიგოვს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ედება ბრალად.
გამოძიების ცნობით, 18 ოქტომბერს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა გზა ხელოვნურად გადაკეტა.
თაგები:
აფგან სადიგოვი




