აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ვილაიათ ეივაზოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
სულხან თამაზაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ვილაიათ ეივაზოვმა სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




