“აზოვის” პოლკი – შევახსენთ პუტინს, თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად


ავტორი
Front News საქართველო
“აზოვის” პოლკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაისჯება და ეს საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით მოხდება. ამის შესახებ პოლკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკიტა ნადტოჩიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა და პუტინს მიმართა.
“მთელი 24 საათის განმავლობაში რუსები უკრაინული ჯარის შესახებ იტყუებოდნენ, დღეს კი დაადასტურეს საკუთარი დანაშაული საელჩოს განცხადებით. მინდა შევახსენო პუტინს, რომელიც პირადად პასუხისმგებელია ამ სამხედრო დანაშაულზე, რომ ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ. თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გიყვართ, ყველა საჭირო ცნობებით და ბეჭდებით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება.
ელენოვკაზე დარტყმას ჩვენ განვიხილავთ, როგორც სიკვდილით დასჯის საჯარო აქტს. რუსეთმა ეს აქტი დაუსჯელობის გამო ჩაიდინა. ისინი მიჩვეული არიან, რომ პასუხს არავინ სთხოვს ომის კანონებისა და წესების დარღვევის გამოც კი. ამიტომ ჩვენ, „აზოველებმა“ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა, რომ რუსეთმა ეს ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვროს. ჩვენ უკვე ვარკვევთ ტყვეების სიკვდილით დასჯის შემსრულებელთა ვინაობას. გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუმცა ჯერ არ გავახმაურებთ. ჩვენ მათ ვიპოვით, სადაც უნდა იყვნენ – ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთსა თუ მესამე ქვეყნებში. უკრაინა, როგორც სახელმწიფო, უზრუნველყოფს მათ სამართლიან დასჯას”, – განაცხადა ნადტოჩიმ.
29 ივლისს ელენოვკაში მდებარე კოლონიაზე დარტყმის შედეგად დაიღუპა 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე, 73 ადამიანი დაიჭრა. უკრაინა აცხადებს, რომ კოლონიაზე დარტყმა რუსეთმა განზრახ განახაროციელა, ტყვეთა წამების ფაქტების დასამალად.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს