“აზოვის” პოლკის მეთაური – “აზოვსტალში“ სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ვაგრძელებთ დაცვას


ავტორი
Front News საქართველო
“აზოვის“ პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო „აზოვსტალის“ ქარხნიდან ვიდეო-მიმართვას ავრცელებს.
დენის პროკოპენკო აცხადებს, რომ ქარხნის გვირაბებში შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა პერიმეტრი გაარღვიეს.
“უკვე ორი დღეა, მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. მიმდინარეობს მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლები. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას გასწევენ მტრის შესაკავებლად.
მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის მხარდაჭერისთვის. სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას, რომ დაცვა შევინარჩუნოთ“, – აცხადებს პოკლოვნიკი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს