“აზოვსტალის” ცნობილი მცველი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
“აზოვის” პოლკის პირველი ბატალიონის მეთაური და “აზოვსტალის” დამცველი ოლეგ მუდრაკი გარდაიცვალა. მებრძოლი რუსების ტყვეობაში ექვსი თვე იყო.
მუდრაკის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია მისმა ახლობლებმა გაავრცელეს, ჯარისკაცის დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის გაჩერება გახდა.
“სამხედროს, რომელმაც ჯოჯოხეთი გაიარა, გული გაუჩერდა. ტყვეობისა და წამების შედეგები. არ მინდა ვიფიქრო იმაზე, თუ რა გველის წინ, მაგრამ შურს აუცილებლად ვიძიებთ”, – წერს ეკატერინე პროკოპენკო სოციალურ ქსელში.
მუდრაკის ფოტო ტყვეობამდე და მის შემდეგ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გასული წლის აგვისტოში ჟურნალისტმა სტანისლავ ასეევმა გამოაქვეყნა.
ოლეგ მუდრაკი რუსებმა ტყვედ 2022 წლის მაისში, მარიუპოლის სხვა დამცველებთან – აზოვსტალის მცველებთან ერთად ჩაიგდეს.
თაგები:
აზოვსტალი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს