Logo

ბაბიში ზელენსკის სომხეთში შეხვდება, თუმცა უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს

უკრაინა
181
Frontnews image description

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში კვირას, 3 მაისს, სომხეთში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოკლე მოლაპარაკებებს გამართავს, - ამის შესახებ ბაბიშმა პორტალ iDnes.cz-ს განუცხადა.

"ასევე, მოკლე ორმხრივ შეხვედრებს გავმართავ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ სტარმერთან, სერბეთის პრემიერ-მინისტრთან და მოლდოვას პრეზიდენტთან. პირველად, ასევე, მოლაპარაკებებს გავმართავ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. მნიშვნელოვანია, რომ შევხვდეთ“, - განაცხადა ბაბიშმა.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს.

"არა, კიევში არ წავალ“, - განაცხადა ბაბიშმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ზელენსკის მომავალში პოლონეთში დაგეგმილ კონფერენციაზე შეხვდეს, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინის აღდგენას მიეძღვნება.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები