Logo

ბაჩო ახალაია - ამ პროცესს ხურავთ, სადაც მე მემუქრებიან ცოლის დაჭრით და შვილის ობლად დატოვებით?

სამართალიპოლიტიკა
254
Frontnews image description

ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პროცესზე დასწრებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.

მანამდე სხდომა მის მეუღლეს ანი ნადარეიშვილს დაატოვებინეს.

სხდომის დატოვებამდე ბაჩო ახალაიამ მოსამართლეს მიმართა და დაინტერესდა, რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც არ დაწყებულა.

"რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც არ დაწყებულა? რა არის მიზანი? იმიტომ, რომ უბრალოდ ადამიანები არ მოვიდნენ და გაიგონ ვინ არის და არ არის დამნაშავე? ან ის, რომ მე რა არგუმენტები მაქვს, რომ ვერ გაიგონ? მაკვირვებს და მაინტერესებს რა საფუძვლით ხურავთ? ანის გაძევებაც ვერ გავიგე? ბრალდებულია? ვერ გავიგე მისი სტატუსი! ყველა ინტერესში უნდა შედიოდეს რა დევს ამ საქმეში.

ჩემს მეუღლეს დაატოვებინეთ დარბაზი. რამდენიმე საათია მას შემდეგ გასული, რაც ის დააკავეს ჩემთან ერთად და სუსის შენობაში მითხრეს, რომ ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ, ან პაატა ბურჭულაძეს და მურთაზს ამხელთ ძალადობაშიო. ეს მითხრეს პირდაპირ. ცოლს დავიჭერთო და 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ 10 წლით ობლადო.

მე მითხრეს გასაგებად, ან იტყვი, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს მურთაზი და სხვები, თორემ დავიჭერთ შენს ცოლსო. დროს მაძლევდნენ 10 წუთი, 15 წუთი, გესმით? და ამ პროცესს ხურავთ, სადაც მე მემუქრებიან ცოლის დაჭრით და შვილის ობლად დატოვებით? იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებზე არ მივეცი ჩვენება? არა ვუთხარი. ამის მერე მითხრეს, კარგად დაფიქრდი, შენი შვილი დარჩება ობლადო. ეს არის ტერორიზმი. საფლავიდან ამოვთხრი - ასე შევუთვალე, ვინც ეს შემომითვალა. სახელების და გვარების დახურვა გინდათ? პრეცედენტი ამის ვერ ვიპოვე, რაც კაცს უთხრეს რომ შენ თუ შენი ძმაკაცების წინააღმდეგ არ მისცემ ჩვენებასო. სტალინის ეპოქა გამახსენდა. ამ კაცის სახელი არ უნდა იცოდეს საქართველომ, ვინც აკეთებს ამას? ტერორისტები ხართ, რომლებმაც ცოლ-შვილი აიყვანეთ მძევლად და მე ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ სხდომაზე. 

ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით 25 დეკემბერს დააკავეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები