Logo

ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

სამართალი
244
Frontnews image description

კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ოპოზიციონერს თავისუფლების 8 თვით აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას ჯაფარიძე არ დასწრებია.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც დათქმულ ვადაში გადაიხადა.

დღესვე 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს ზურაბ ჯაფარიძეს, 8-თვიანი კი - მამუკა ხაზარაძეს.

Advertisement