ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა – დაიღუპა სამი ადამიანი

ავტორი
Front News საქართველო
ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი რიკოთზე ავარიაში მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
თაგები:
ავტოავარია




