ბაღდათის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრები “ქართულ ოცნებას” ტოვებენ


ავტორი
Front News საქართველო
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრები "ქართულ ოცნებას" ტოვებენ. გასული ერთი კვირის განმავლობაში, განცხადებით უკვე სამმა დეპუტატმა მიმართა საკრებულოს აპარატს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ მათი და ხელისუფლების ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდება.
"სამივე მაჟორიტარები ვართ და ერთობლივად გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა თანამდებობა. ბევრი მიზეზია, რის გამოც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", – განაცხადა ბაღდათის საკრებულოს წევრმა გაბრიელ ღიბრაძემ.
ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" არც პარტია და არც ფრაქცია არავის დაუტოვებია.
"რაღაც გაუგებრობაა აშკარად, "ქართული ოცნება" ჩვენთან არავის დაუტოვებია. ეს სამი ადამიანი იყო ფრაქციაში "მწვანეები – ქართული ოცნება"- ასეთი სახელწოდებით. დატოვეს "მწვანეთა" ფრაქცია. შექმნეს ახალი ფრაქცია, რომელსაც ეწოდება "ბაღდათელები მომავლისათვის – ქართული ოცნება", – აცხადებს გოგსაძე.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკური რღვევა რეგიონებშიც დაიწყო. ოპონენტები აღნიშნულ პროცესებს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასა და ნიკა მელიას დაკავების ფაქტს უკავშირებენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს