ბაღდათში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა


ავტორი
Front News საქართველო
ბაღდათში, სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ქვევრში გასაწმენდად ჩავიდა და ის გარკვეული პერიოდის შემდგომ, რომ არ დაბრუნდა, მეზობელმა მოიკითხა, რომელმაც ახალგაზრდა ქვევრში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა.
შუახნის მამაკაცი დახმარების მიზნით თავად ჩავიდა ქვევრში, თუმცა იქ დაგროვებული ე.წ. „ჭაჭის გაზის“ დიდი ოდენობის გამო, თავადაც გაიგუდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
თაგები:
ბაღდათი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს