ბაიდენი – ამერიკელს თუ ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო, ის გაგრძელდება ჩვენ მიერ არჩეულ დროსა და ადგილას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
“შუადღეს, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა დარტყმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ობიექტებზე, რომლებსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული მებრძოლები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო, ის გაგრძელდება ჩვენ მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. აშშ არ მიისწრაფვის ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს სხვა ადგილას კონფლიქტისკენ. თუმცა ყველამ, ვინც შეიძლება, ცდილობდეს ზიანი მოგვაყენოს, უნდა იცოდეს: თუ ამერიკელს ზიანს მიაყენებთ, პასუხს გაგცემთ“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრო იორდანიაში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედროების გადმოსვენების ცერემონიას და მათი ოჯახების წევრებს ესაუბრა.
იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი კი დაშავდა.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს