ბაიდენი – ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გაძლიერებას, რათა დაიცვას საკუთარ თავი, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით


ავტორი
Front News საქართველო
პუტინი ცდილობს, გამოიყენოს ზამთარი იარაღად, მაგრამ უკრაინელი ხალხი აგრძელებს მსოფლიოს შთაგონებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გაანცხადა.
“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გაძლიერებას, რათა დაიცვას საკუთარ თავი, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის კუთხით. ამიტომ ჩვენ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მივაწვდით და გადავამზადებთ თქვენს ძალებს, რათა ზუსტად გამოიყენონ ეს სისტემა”, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, კრემლზე ზეწოლა და უკრაინის დახმარება გაგრძელდება.
“აშშ დგას უკრაინის შესანიშნავი ხალხის გვერდით. ჩვენ აქ გვაქვს ასეთი წესი, რომ TIME-ის ჟურნალი წელიწადში ერთხელ ირჩევს წლის ადამიანს, თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ”, – მიმართა ბაიდენმა ზელენსკის.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს