ბაიდენი – მოგიწოდებთ, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს და მიეცით საშუალება FBI-ს, გააკეთოს თავისი საქმე


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ ახალი განცხადება გააკეთა და რიგი მითითებები გასცა.
ბაიდენის თქმით, FBI ამჟამად აწარმოებს გამოძიებას, რომელიც საწყის ეტაპზეა. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია მოტივი, თუმცა თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.
“ასე რომ, მე მოგიწოდებთ, არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები და მიეცით საშუალება FBI-ს, გააკეთოს თავისი საქმე“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთი მითითება გასცა, კერძოდ: ტრამპი, როგორც ყოფილი პრეზიდენტი და კანდიდატი, მიიღებს გაზრდილ უსაფრთხოებას. ბაიდენმა საიდუმლო სამსახურს დაავალა, რესპუბლიკელების უზრუნველყოფა ყველა საჭირო რესურსით უსაფრთხოებისთვის; აშშ-ის პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურს დაავალა, გადახედოს უსაფრთხოების ყველა ზომას რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც 15 ივლისს იწყება;
ასევე, ბაიდენმა ეროვნული უშიშროების სამინისტროს მომხდარის დამოუკიდებელი განხილვა დაევალა.
სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყანას ერთიანობისკენ.
13 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს პენსილვანიაში მიტინგზე გამოსვლისას ესროლეს. თავდასხმის შედეგად მან დაზიანება მარჯვენა ყურზე მიიღო.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს