ბაიდენი – ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელია პუტინი


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აკისრებს.
“პუტინია პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე. პუტინის სამიზნე მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეები არ არიან, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ახლა უკრაინაში – ის ასევე საშინელ დანაშაულებს ჩადის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
ნავალნი გაბედულად დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობას და ყველა იმ ცუდს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებდა. ამის საპასუხოდ, პუტინმა მოწამლა, დააპატიმრა და შეთითხნილი დანაშაულებისთვის დასჯა.
მას შეეძლო უსაფრთხოდ ეცხოვრა ემიგრაციაში 2020 წელს მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. სანაცვლოდ, ის დაბრუნდა რუსეთში – იცოდა, რომ სავარაუდოდ დააპატიმრებდნენ, მოკლავდნენ, თუ გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა იმიტომ, რომ ძალიან ღრმად სწამდა თავისი ქვეყნის, რუსეთის”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს