Logo

ბაიდენი – პუტინის მიზანია უკრაინის რუკიდან წაშლა, მაგრამ ის მარცხდება

უკრაინა
363
Frontnews image description

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზანი უკრაინის სრული განადგურებაა, მაგრამ ის მარცხდება და დასავლეთი მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბადენმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“ჩვენ ვიცით, რომ წინ რთული დღეები, კვირები და წლები გველის. პუტინის მიზანია უკრაინის რუკიდან წაშლა”, – განაცხადა ბაიდენმა.

 

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, პუტინის სამხედრო კამპანია მარცხდება, რუსმა ჯარებმა დაკარგეს მიტაცებული ტერიტორიების ნახევარი და განიცდიან მძიმე ადამიანურ დანაკარგებს, ბევრი მიდის ქვეყნიდან და არ დაბრუნდება, რადგან რუსეთში მომავალს ვერ ხედავს.

 

“რუსეთის ეკონომიკა ეცემა, ის იზოლირებულია და სირთულეების წინაშე დგას“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

“პუტინი უკრაინას სუსტად მიიჩნევდა, დასავლეთს კი დაყოფილად, მისი გათვლაც ამაზე იყო დაფუძნებული, მას ეგონა, რომ ჩვენზე მეტხანს გაძლებდა, არა მგონია, ახლა ასე ფიქრობდეს“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

 

ამავდროულად, ბაიდენი კიდევ ერთხელ დაჰპირდა უკრაინას მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

Advertisement