ბაიდენი პუტინთან მოლაპარაკებას შესაძლებლად მხოლოდ ერთი პირობით მიიჩნევს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შესაძლებლად მიიჩნევს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას აპირებს.
“მე მზად ვარ პუტინს ვესაუბრო, თუ პუტინი რეალურად არის დაინტერესებული, მოძებნოს გზა ომის დასასრულებლად, ჯერჯერობით მას ეს არ გაუკეთებია”, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკება პუტინთან მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ნატოს მოკავშირეები მსგავს ინიციატივას მხარს დაუჭერენ.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს