"ბარსელონა" ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებულია

ავტორი
Front News საქართველო
11 იანვარს ესპანეთის სუპერ ფასის ფინალში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” ანგარიშით 3-2 დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასის გამარჯვებული გახდა.
ესპანურ დერბს საუდის არაბეთში “კინგ აბდულას” (King Abdullah Sports City Stadium) სტადიონმა უმასპინძლა.
მატჩის პირველი ნახევარი კატალონიელების უპირატესობით დაიწყო, თუმცა ორივე გუნდმა მოახერხა მწვავე მომენტების შექმნა.
36-ე წუთზე კი ანგარიში “ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რაფინიამ გახსნა და გუნდი დააწინაურა.
პირველი ნახევრის ძირითადი დრო ერთ ბურთიანი სხვაობით ამოიწურა, თუმცა დამატებითი წუთები ძალიან დრამატული აღმოჩნდა.
ანგარიში დამატებით დროის მეორე წუთზე მადრიდელების ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ვინისიუს ჟუნიორმა გაათანაბრა.
გოლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კი, კატალონიელთა პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კვლავ დაუბრუნა გუნდს უპირატესობა, რომელიც სულ რაღაც ორ წუთი გაგრძელდა, რადგან “რეალ მადრიდის” ესპანელმა თავდამსხმელმა გონსალო გარსიამ თავისი გატანილი გოლით წონასწორობა აღადგინა.
პირველი ნახევარი ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.
მეორე ნახევარი ორივე გუნდის მხრიდან უფრო აქტიური და ხისტი თამაშით დაიწყო, მატჩში ელ კლასიკოს დაძაბულობა იგრძნობოდა. რაც უხეში თამაშითა და სიტყვიერი შელაპარაკებითაც გამოიხატა.
მიუხედავად, ორივე მხრიდან აქტიური შეტევებისა, გოლი მხოლოდ 73-ე წუთზე გავიდა. რომლითაც რაფინიამ დუბლი გაიფორმა და მწვავე მომენტში “ბარსელონა” დააწინაურა.
მატჩის არბიტრმა ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელი ფრენკი დე იონგი მოედნიდან გააძევა. კატალონიელებმა დამატებითი დრო მოედანზე ათი ფეხბურთელით გაატარეს, თუმცა ამას მატჩის ბედი არ შეუცვლია.
რაფინიას გოლით ბარსელონამ რეალ მადრიდი დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასის გამარჯვებული გახდა.
თაგები:
ბარსელონა




