ბათუმის ბულვარში ბატუტის დაზიანების გამო დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, ბულვარში, არდაგანის ტბასთან ბატუტის დაზიანების გამო დაშავებული 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა 13 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, საღამოს არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შედეგად 5 და 8 წლის ბიჭები დაშავდანენ.
მეორე დაშავებული, 5 წლის ბიჭი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
თაგები:
ბათუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს