
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის კლინიკაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მცირეწლოვანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გალიდან 2 დღის წინ მშობლებმა თავდაპირველად ზუგდიდში გადაიყვანეს.
ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში მას პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა და დახმარება გაეწია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდის არცერთ კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება არაა, მცირეწლოვანი ბათუმში გადაიყვანეს.
კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში ის დაიღუპა.
ექიმების თქმით, ბავშვს პოლიორგანული უკმარისობა აღენიშნებოდა, გამოხატული იყო სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა.
მედიკოსების თქმით, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
მოზარდის ცხედარი ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე გადაასვენეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს