ბათუმის ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, ოთხი სავაჭრო ცენტრიდან – “გრანდ მოლი”, “მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და “პლაზა” მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. თანამშრომლებს და იქ მყოფ მოქალაქეებს ტერიტორია 18:00 საათის შემდეგ პოლიციის მითითებით დაატოვებინეს.
მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა, რომ აღნიშნულ შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული.
სავარაუდოდ, შენობებში კინოლოგებიც მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ უწყებაში შეტყობინება არ შესულა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გამნაღმველები მუშაობდნენ ბათუმის აეროპორტშიც, სადაც სახიფათო ვითარების შესახებ შევიდა შეტყობინება, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა.
თაგები:
ბათუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს