Logo

ბათუმის საკრებულოს შენობაში ხმაურია

საზოგადოება
925
Frontnews image description

ბათუმის საკრებულოს შენობაში ხმაურია. მოქალაქეები სანაპირო ზოლის გასხვისებას ეწინააღმდეგებიან. 

ისინი აცხადებენ, რომ ბათუმში სანაპირო ზოლის ნაწილს სასტუმროს გადასცემენ, ეს კი პირველი შემთხვევაა არ არის. ამჯერად საუბარია ცენტრალური ბულვარის გასწვრივ არსებული პლაჟის 3 380 კვ.მეტრზე, რომელსაც სასტუმრო "ლე მერიდიანი" გრძელვადიანი იჯარით ითხოვს. 

აღნიშნული მონაკვეთის იჯარით 15 წლით გადაცემის საკითხი საკრებულომ უნდა განიხილოს, რასაც სამოქალაქო აქტივისტევი აპროტესტებენ. 

მოქალაქეთა ნაწილს საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურდა, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს, იმ მიზეზით რომ საშვი არ ჰქონდათ. ადგილზე სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი.

"ხელისუფლება ფიქრობს, რომ თვითონ წყვეტს ამ ქვეყანაში ყველაფერს, არადა მსგავსი გადაწყვეტილებები საზოგადოების ჩართულობით უნდა იქნას მიღებული", – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

თაგები:

Advertisement