Logo

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება

სამართალი
07.04.2025 / 10:54
1311
Frontnews image description

ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 13:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე საქმის მოწმეები გამოიკითხებიან.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მოწმე სამართალდამცველი მოსამართლემ წინა სხდომებზე უკვე გამოკითხა.

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

Advertisement