ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოებთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმსა და ზუგდიდში მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება დაკავებებისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ამ დროისათვის ზუგდიდში 2 აქტივისტია დაკავებული, ანალოგიური ვითარებაა ბათუმშიც, აქაც რამდენიმე აქტივისტია დაკავებული.
ზუგდიდში დაკავებულია ასევე ახალი საკრებულოს წევრი დათო ფიფია, რომელიც ასფალტზე პულივიზატორით წარწერების გაკეთებას ცდილობდა.
როგორც ცნობილია, ბათუმში დაკავებულია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, სხვა დაკავებულების ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არაა. ვითარება ორივე ქალაქში უკიდურესად დაძაბულია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს