ბათუმში 6-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში 6-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ძლიერმა ტალღებმა ინერტული მასა სანაპიროსა და საფეხმავლო ბილიკზე გამორიყა.
უხვი ნალექის გამო სანიაღვრე არხებში წყლის გატარება შეფერხდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში უამინდობა ხვალამდე გაგრძელდება.
თაგები:
ბათუმი




