ბათუმში ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
შემთხვევა
501

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორ ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
ფოტო და ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.





