Logo

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
1271
Frontnews image description

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანია დაშავებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Advertisement