Logo

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

საზოგადოება
1195
Frontnews image description

ბათუმში, ჯავახიშვილის #47-ში 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე დაცლილია ორი სადარბაზო.

 

ადგილობრივების თქმით, პირველ სართულზე  მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რის გამოც დაზიანებულია საყრდენი კედლები. ამის შესახებ მათ შესაბამის სამსახურებს რამდენიმე დღის წინ მიმართეს. ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხი 15-20 დღეში იქნება ცნობილი.

 

ექსპერტიზის დასკვნამდე ბათუმის მერიამ ჯავახიშვილის 47-ში მცხოვრებლებს ბინების დაცლისაკენ მოუწოდა.

თაგები:

ბათუმი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები