ბათუმში, კლინიკა “ბაუში“ ახალშობილის გარდაცვალების გამო ხმაური იყო


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, კლინიკა “ბაუში“ ახალშობილის გარდაცვალების გამო ხმაური იყო. 24 წლის ანა ჭყონიას ოჯახის წევრები მედპერსონალს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.
მათი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ღამით ქალს სამშობიარო ტკივილები დაეწყო, კლინიკაში მიიყვანეს, დილით კი ექიმებმა თქვეს, რომ ახალშობილი გარდაცვლილი დაიბადა.
ოჯახის წევრების თქმით, ახალშობილის გარდაცვალება მკურნალის ექიმის მაკა მახარაძის არაპროფესიონალიზმმა და უყურადღებობამ გამოიწვია. ისინი ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ვერ ისაუბრებენ.
თაგები:
ბათუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს