ბათუმში მეჩეთთან მიტოვებული ჩვილი იპოვეს
შემთხვევა
1374

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილი დაცვის სამსახურის თანამშრომელმა ნახა.
ახალშობილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
თაგები:
ბათუმი




