ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მოზარდი ამოიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
მაშველებმა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამოგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მოზარდი ამოიყვანეს.
წლის და სამი თვის ბავშვი მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაყავთ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში კორპუსში მაცხოვრებლები არიან მოყოლილი, თუმცა მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
დაზიანებულია კორპუსთან მდგარი ავტომობილები.
მიმდებარე კორპუსებიდან მიმდინარეობს მოქალაქეების გამოყვანა.
რა გახდა კორპუსისი ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი, ჯერ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, კორპუსს ცოტა ხნის წინ ორი სართული დააშენეს და მიზეზი შესაძლოა, ეს გამხდარიყო. ასევე არსებობს ბუნებრივი აირის გაჟონვის და საემონტო სამუშაოების შედეგად საყრდენი კედლის დაზიანების შესახებ ვერსიები, თუმცა ოფიციალური განცხადებები ჯერჯერობით არ კეთდება.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა