ბათუმში, ნანგრევებში სავარაუდოდ, 7-8 ადამიანს ეძებენ


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის თქმით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში სავარაუდოდ, 7-8 ადამიანს ეძებენ.
როგორც მან ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას აღნიშნა, კორპუსის ჩამონგრეულ ნაწილში, დაახლოებით, 12 ოჯახი ცხოვრობდა.
კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.
მაშველებმა კომუნიკაცია დაამყარეს ადამიანებთან, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა