ბათუმში ნგრევის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის 1 და 9 წლის ბავშვები


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში ნგრევის შედეგად გარდაცვლილი 6 ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია.
ამ დროისთვის ნანგრევებში 5 ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის ორი – 1 და 9 წლის ბავშვები არიან, რომელთა დედა ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის არის ბავშვების ბიძაც, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ამ ოჯახიდან გადარჩა მამა და ერთი ბავშვი, რომელიც ნგრევის დროს მამას სკოლაში ჰყავდა წაყვანილი.
დაღუპლთა შორის არის კიდევ ერთი მამაკაცი და ასაკოვანი ქალი.
ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მაშველებმა გვიან ღამით ამოიყვანეს.
შს მინისტრის თქმით, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის ნანგრევებში სამ ადამიანს ეძებენ, მათ შორის ერთი სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.
საქმეზე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანია დაკავებული.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.
11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს