ბათუმში, რესტორან “ვოქსის” ტერიტორია ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, რესტორან “ვოქსის” ტერიტორია ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.
ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.
რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ათამდე ეკიპაჟი მთელი ღამე მუშაობდა.
ცეცხლმოკიდებული შენობის გარდა, ევაკუაცია განხორციელდა ირგვლივ მდებარე შენობებიდან, რადგან ქარის გამო, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა.
ცეცხლი რესტორანში, რომელიც მაღალსართულიანი შენობის ბოლო ორ სართულს იკავებს, გვიან ღამით გაჩნდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს