Logo

“ბატონმა ჰარცელმა განაცხადა, რომ ის რჩება თავის პოზიციაზე, აღნიშნა, რომ ეს მისი პოზიციაა და არა ევროკავშირის”

საზოგადოება
1092
Frontnews image description

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ მისი გუშინდელი განცხადება გამოხატავს ელჩის პირად პოზიციას.

როგორც თეა წულუკიანმა კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ელჩი პარლამენტში მისი მოწვევით იმყოფებოდა.

"ჩემი მოწვევით ბატონი ჰარცელი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში, მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დეტალებს მასთან შეთანხმებით ვერ გაგიმხელთ, ასე შევთანხმდით, თუმცა შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ეს შეხვედრა იყო საინტერესო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნაყოფიერი, რადგან შეხვედრის დროს გაირკვა, რომ ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია, მისი პირადი აზრი, ეს დადასტურდა კიდეც, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია. ამ მხრივ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ ძალიან კარგ თანამშრომლობას, რაც ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მასთან, მისიასთან და ევროკავშირთან გვქონდა, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. 

ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის რჩება თავის პოზიციაზე. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს მისი პოზიციაა და არა ევროკავშირის. შევთანხმდით, რომ ადამიანს აქვს თავისი პირადი პოზიცია. ეს არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია“, – განაცხადა წულუკიანმა.

კარლ ჰარცელმა გუშინ აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო, რის შემდეგაც წულუკიანმა განაცხადა, რომ "ძლიერ ისურვებდა ელჩის მიღებას პარლამენტში, მისი განცხადებას განსახილველად.

თაგები:

Advertisement