Logo

ბათუ ქუთელია - მიუხედავად ევროპის მცდელობისა, აქ რაიმე წინსვლა ამერიკის გარეშე უახლოეს პერიოდში მაინც არ მოხდება

პოლიტიკა
3 საათის წინ / 21:52
177
Frontnews image description

ეს რუსული დიპლომატია რეალურად, საბჭოთა დიპლომატიის გაგრძელებაა ტაქტიკური თამაშების, სადაც ისინი ცდილობენ, რომ არაფრისგან შექმნან მათთვის სახარბიელო ვითარება, - ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი რომ შეხვედრაზე არ ჩავიდოდა ყველასთვის გასაგები იყო.

"პუტინი რომ არ ჩავიდოდა ყველასთვის გასაგები იყო. ეს რუსული დიპლომატია რეალურად, საბჭოთა დიპლომატიის გაგრძელებაა ტაქტიკური თამაშების, სადაც ისინი ცდილობენ, რომ არაფრისგან შექმნან მათთვის სახარბიელო ვითარება. თუმცა, ამ შემთხვევაში ნელ-ნელა პუტინის ხელთ არსებული ბანქო ცოტავდება. 

თურქეთში, სტამბოლში შეხვედრაც პუტინის შეთავაზება იყო და შემდეგ თვითონ დაიხია უკან. ამიტომაცაა, რომ რუსული მედია გადართულია იმაზე, როგორმე ამ ვითარებიდან გამოადნონ პუტინის გამარჯვება, თითქოს მას მიჰყავს პროცესები. 

ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ რაღაც ეტაპზე ემისრების საშუალებით მხარეები შეხვედრას შეათანხმებენ. მთავარი საკითხი აქ ისევ და ისევ ისაა, რომ ეს შეთანხმება არ მოხდეს უკრაინის და უკრაინის ინტერესების ხარჯზე და ზელენსკის ძალიან სწორ დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამს, ჩემი აზრით, მას მიჰყავს ეს პროცესი და ეს შეთავაზებაც ამის ნაწილი იყო.  

ყველასთვის ცხადია, რომ მიუხედავად ევროპის მცდელობისა, აქ რაიმე წინსვლა ამერიკის გარეშე უახლოეს პერიოდში მაინც არ მოხდება. 

ყირიმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია იმიტომ, რომ ყირიმის არდატოვება და სუვერენული ქვეყნის ანექსიის არაღიარება იქნება მნიშვნელოვანი წითელი ხაზი იმისა, თუ რა არ არის დასაშვები საერთაშორისო ურთიერთობებში, ან ახალ ევროპულ ან მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგში", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

Advertisement