ბათუ ქუთელია - სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთავარი მომლაპარაკებელი და მედიატორი არის აშშ, თუმცა რუსეთს ობსტრუქციის შესაძლებლობა ყოველთვის ექნება


ავტორი
Front News საქართველო
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთავარი მომლაპარაკებელი და მედიატორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა უნდა გვახსოვდეს - რუსეთს ობსტრუქციის შესაძლებლობა ყოველთვის ექნება, - ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს სომხეთში ჰყავს თავისი სამხედრო ბაზა და ყოველ წამს შეეცდება ის გააკეთოს, რაც მანამდეც გაუკეთებია სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების სახით.
"სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთავარი მომლაპარაკებელი და მედიატორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამით ყველაფერი დასრულდება იმიტომ, რომ უნდა გვახსოვდეს - რუსეთს ობსტრუქციის შესაძლებლობა ყოველთვის ექნება იმიტომ, რომ სომხეთში ჰყავს თავისი სამხედრო ბაზა და ყოველ წამს შეეცდება ის გააკეთოს, რაც მანამდეც გაუკეთებია სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების სახით, ამიტომაც ამერიკის მუდმივი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე საკითხია, რომ ეს კარგი ამბავია ჩვენთვის. თუ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესები ფიქსირდება რეგიონში და ამას კონკრეტული პოლიტიკით ამყარებენ, ბუნებრივია, ეს არამც და არამც არ ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოში იყოს ანტიამერიკული რეჟიმი, რაზეც რუბიომ სენატში მოსმენისას განაცხადა. ასევე, დიდი კონტექსტის ნაწილია ის, რომ რუსული ეკონომიკა უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ მასზე დაწესებული სანქციების გამო, სულ უფრო და უფრო მეტად ჭრაჭუნებს, ძალიან მძიმე შიდა გადაწყვეტილებების მიღება უწევთ, თუმცა თუ არ მოემატა ეს სანქციები, შეიძლება რუსეთმა ეს ომი თავისი რესურსებიდან გამომდინარე, დიდხანს გააგრძელოს", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ორმხრივი მოლაპარაკებებისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის ზომების გატარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
თაგები:
ბათუ ქუთელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს