"ბათუმელები" - "ბათუმელებმა" გადაიხადა 47 ათასი ლარი, სწორედ ამ ოდენობის დავალიანება, ძირი თანხა, ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე

ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 22 ივლისს, "ბათუმელებმა" გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება – ძირი თანხა – ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე, - ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელების" განცხადებაშია აღნიშნული.
გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე "ბათუმელებს" გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა.
" დღეს, 22 ივლისს, ბათუმელებმა გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება – ძირი თანხა – ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე.
"ბათუმელებმა" ამ დავალიანების დაფარვა მოახერხა მკითხველის მხარდაჭერით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.
ამ ეტაპზე "ბათუმელებს" გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი", - აღნიშნულია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურმა "ბათუმელების" ანგარიშებს ინკასო 21 ივლისს დაადო.
თაგები:
"ბათუმელები"




