ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა.
მერიის ინფორმაციით, ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.
"სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ტექნიკითა და ზედამხედველობით განხორციელდა.
დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიას პირველადი იერსახე დაუბრუნდება.
უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ინტენსიურად გრძელდება, რაც მიზნად ისახავს ქალაქისა და ბულვარის იერსახის გაუმჯობესებას", - აცხადებენ ბათუმის მერიაში.
თაგები:
ბათუმი




