Logo

ბათუმის მერია 9 აპრილის მემორიალთან განთავსებული საინფორმაციო დაფის შესახებ განმარტებას აკეთებს

რეგიონები
92
Frontnews image description

ბათუმის მერია 9 აპრილის მემორიალთან განთავსებული საინფორმაციო დაფის შესახებ განმარტებას აკეთებს.

"სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე არ არის წარმოდგენილი ისტორიული მოვლენების აღწერა და მისი განთავსება არ ყოფილა შეთანხმებული მემორიალის ავტორთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ 9 აპრილის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალთან განთავსდა ცალკე მდგომი საინფორმაციო დაფა, რომლის ფორმატი ითვალისწინებდა დაღუპულთა სახელებისა და გვარების დატანას და არა ისტორიული მოვლენების აღწერას.

ახალი დაფა კონსტრუქციულად არ ეხება არსებულ მემორიალს და წარმოადგენს დამოუკიდებელ ელემენტს. შესაბამისად, ის არ ცვლის უკვე არსებულ კომპოზიციას და კონცეფციას და არ საჭიროებდა მემორიალის ავტორთან დამატებით შეთანხმებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები