Logo

ბათუმის მერია - ბათუმში კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დაიწყო

რეგიონები
76
Frontnews image description

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დაიწყო.

"ერთ-ერთ კაფე-ბარს საფეხმავლო ბილიკზე უკანონოდ ჰქონდა დამატებითი კონსტრუქცია მიშენებული.

სადემონტაჟო სამუშაოებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს.

დემონტაჟის დასრულების შემდეგ, მოხდება სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება.

უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და მოწესრიგებული სივრცის შექმნას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები