ბათუმის მერია - ბულვარში კიდევ ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის ბულვარში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე, კონსტრუქცია თავად მეპატრონემ დაშალა, ქვის კარკასის დემონტაჟი კი მერიის ტექნიკით განხორციელდა.
კვების ობიექტს სანებართვო ვადები ამოწურული ჰქონდა.
უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება.
თაგები:
ბათუმის მერია




