Logo

ბათუმის მუნიციპალურ სატრანსპორტო ქსელში 10 ერთეული ახალი ავტობუსი ჩაერთო

რეგიონები
128
Frontnews image description

დღეიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელში 10 ერთეული ახალი, 12-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსი ჩაერთო.

აღნიშნული ავტობუსები №16 მარშრუტს მოემსახურებიან და იმოძრავებენ შემდეგი სქემით: ცაბაძის ქუჩა - სევერიანე აჭარელის ქუჩა - წერეთლის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩა - აბუსერიძის ქუჩა - აეროპორტის გზატკეცილი - აფსაროსის ქუჩა - ანდრია პირველწოდებულის ქუჩა - სარფი.

ავტობუსები გათვლილია 100-ზე მეტ მგზავრზე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ავტობუსების ექსპლუატაციაში გაშვებამდე განხორციელდა ყველა აუცილებელი ტექნიკური და საორგანიზაციო ღონისძიებები, ასევე მძღოლების გადამზადება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები